08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
დემონსტრაცია თურქეთში - კილისის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს

დემონსტრაცია ჩატარდა თურქეთში. ქალაქი კილისის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს.

მათი თქმით, მთავრობა თავს ვერ ართმევს მოვალეობებს, რასაც სირიის ტერიტორიიდან თავდასხმების გააქტიურებაც ადასტურებს.

გასულ ღამეს კილისში სირიიდან ორჯერ ისროლეს რაკეტები. ერთი მათგანი ქალაქის გარეუბანში ჩავარდა, მეორემ კი ქალაქის ცენტრში მდებარე მეჩეთი დააზიანა.

მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 26 დაშავდა.

დღის ამბები