08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
„რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები მას შემდეგ შეიძლება მოიხსნას, რაც ის შეასრულებს ვალდებულებებს"- ობამა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ბარაკ ობამამ ჰანოვერში სავაჭრო გამოფენა გახსნა, იქამდე კი ის ქვეყნის კანცლერს შეხვდა, რომელთანაც შეერთებული შტატებსა და ევროპას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დეტალები განიხილა.

შეხვედრაზე ნატო-ს გაფართოვების და მიგრანტების საკითხებზეც ისაუბრეს. ობამამ ყურადღება ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ალიანსის ყოველი წევრის მიზანი დაპირისპირებების თავიდან არიდებაა.

მისი თქმით, რუსული აგრესიის ფონზე ალიანსმა უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია საკუთარი მოვალეობის შესრულება და ახალ პრობლემებთან დაპირისპირება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზეც ილაპარაკა.

„რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოიხსნას, რაც რუსეთი შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მინსკის შეთანხმების მიხედვით აკისრია,“- განაცხადა ობამამ.

 

დღის ამბები