08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
აშშ-ში მოსწავლემ ცეცხლი გამოსაშვებ საღამოზე გახსნა - დაჭრილია ორი მოსწავლე

სროლა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ცეცხლი ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ ვისკონსინის შტატში, გამოსაშვებ საღამოზე, გახსნა. შემთხვევის ადგილთან ახლოს პატრული იმყოფებოდა. ეჭვმიტანილს მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ამ დროისთვის არსებული ცნობით, თავდამსხმელი, 18 წლის ჯეიკობ ვაგნერი, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მის მიერ დაჭრილი ორი მოსწავლე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. უცნობია, თავდასხმის მიზეზი. 

დღის ამბები