08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
1 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - აფეთქება თურქეთში

1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა თურქეთის ქალაქ კილისში სარაკეტო იერიშის შედეგად.

შეტევა სირიის ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.

მეჩეთზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე 2 ჭურვი კილისის ცენტრის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლებთან აფეთქდა. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

ისლამისტების მხრიდან გახშირებული თავდასხმების გამო მოსახლეობა თურქეთის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. გუბერნატორის რეზიდენციასთან მათ მასშტაბური საპროტესტო აქციაც გამართეს, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დღის ამბები