08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ბიონსემ ახალი ალბომი გამოუშვა

ბიონსემ ახალი ალბომი გამოუშვა და სატელევიზიო პრეზენტაციიდან რამდენიმე საათში მას უკვე დიდი გამოუხმაურება მოყვა. მომღერლის ერთ საათიანმა სტუდიურმა ჩანაწერმა მუსიკალურ წრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ახალ ალბომში სიმღერების გარდა, შესულია ვიდეო კლიპებიც მისი მეუღლის, ჯეი ზის მონაწილეობით. კრიტიკოსთა შეფასებით, ტექსტებში გადმოცემულია მომღერლის ემოციური მდგომარეობა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ ბიონსეს და მის მეუღლეს პრობლემები აქვთ.

მომღერლის ახალი ალბომის პრეზენტაცია HBO-ს საკაბელო ტელეარხის ეთერში შედგა.

დღის ამბები