08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ბარაკ ობამამ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა

მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა ბარაკ ობამამ ჰანოვერში სიტყვით გამოსვლისას. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყოველწლიური ბაზრობის გახსნის შემდეგ სტუდენტებს მიმართა. ბარაკ ობამა შეეხო უკრაინის კრიზისს და განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ძალის გამოყენებით საზღვრების ხელახლა გავლება დაუშვებელია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმედი აქვს რუსეთი მიხვდება, რომ ქვეყნისთვის ჭეშმარიტი სიძლიერე მსოფლიოსთან თანამშრომლობას მოაქვს და არა მეზობლების დაშინებას. ამავე გამოსვლაში ბარაკ ობამამ სირიაში დამატებით 250 ამერიკელი სპეცრაზმელის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. თუმცა ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

დღის ამბები