08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
აზიასა და ევროპაში პირველი მსოფლიო ომის ყველაზე სისხლიანი ბრძოლის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ

აზიასა და ევროპაში პირველი მსოფლიო ომის ყველაზე სისხლიანი ბრძოლის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცერემონიები გაიმართა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და თურქეთშიც. გალიპოლის სანაპიროზე მაშინ გერმანელების მოკავშირე ოსმალეთის წინააღმდეგ ანტანტის ქვეყნებმა ჯარი გადასხეს. შეტევა 8 თვე მიმდინარეობდა. მაგრამ მოკავშირეებს უკან დახევა მოუხდათ. მათ 130 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს. ოსმალებს კი 87 ათასი სამხედრო დაეღუპათ.

გალიპოლის ბრძოლის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი გამთენიისას ლონდონშიც მიაგეს. ცერემონია ველინგტონის მემორიალურ თაღთან გაიმართა და მას სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პრინცი ჰარი დაესწრო.

დღის ამბები