08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ბრიუსელში 22 მარტის ტერაქტის შემდეგ დაკეტილი მეტროსადგური კვლავ გაიხსნა

ბრიუსელში 22 მარტის ტერაქტის შემდეგ დაკეტილი მეტროსადგური კვლავ გაიხსნა. ევროპული ინსტიტუტების მახლობლად მდებარე მაალბეკის სადგურმა მუშაობა სრულად აღადგინა. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოება, მგზავრებს კი სპეციალურად მოწყობილ მემორიალურ კედელზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ჩანაწერის დატოვება შეუძლიათ.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა მაალბეკის მეტროს სადგურში ბრიუსელის ნაციონალურ აეროპორტში მომხდარი აფეთქებიდან ერთ საათში მოაწყო. მან თავი მატარებლის ვაგონში აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები