08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული - ერევანში ავტობუსი აფეთქდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში 25 აპრილს დაახლოებით 10 საათზე ავტობუსი აფეთქდა.

აფეთქება ქალაქის ცენტრში სამგზავრო ავტობუსში მოხდა და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 10-მდე მგზავრი.

სამართალდამცველების განცხადებით, ავტობუსში მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რომელიც სავარაუდოდ სავარძლის ქვეშ იყო დამონტაჟებული. გამოძიება მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დეტალებს ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნის შემდეგ გაახმაურებენ. 

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა პოლიციას უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაავალა. 

 

დღის ამბები