08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
პუტინი ცდება, როდესაც ნატოს, ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ ერთობას რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამს - ობამა

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ცდება, როდესაც ნატოს, ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ ერთობას რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამს. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.

ბარაკ ობამას თქმით, მან მიუთითა რუს კოლეგას, რომ საგარეო პოლიტიკის სწორი რეცეპტი - ძლიერი და ერთიანი ევროპაა, რომელიც ძლიერ და მშვიდობაზე ორიენტირებულ რუსეთთან თანამშრომლობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბევრჯერ სცადა ამ პოზიციის ახსნა ვლადიმერ პუტინისთვის, თუმცა მისი დარწმუნება ვერ შეძლო.

დღის ამბები