08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
უკრაინაში ჩერნობილის ტრაგედიის 30 წლისთავი აღნიშნეს

უკრაინაში ჩერნობილის ტრაგედიის 30 წლისთავი აღნიშნეს. ატომური სადგურის აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს კიევში მდებარე მემორიალთან. მათ შორის იყვნენ ის მაშველებიც, რომლებიც ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის.

ავარია ჩერნობილის ატომურ სადგურზე 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. შედეგად 8 ტონაზე მეტი რადიოაქტიური მასალა გავრცელდა და 60 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი დააბინძურა.

დღის ამბები