08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ფილიპინელმა ისლამისტებმა კანადელი მძევალი მოკლეს

ფილიპინელმა ისლამისტებმა კანადელი მძევალი მოკლეს. ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფება აბუ საიაფის წევრებმა ჯონ რიდსელს თავი მოკვეთეს.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, მძევალის თავმოკვეთილი ცხედარი ულტიმატუმის ვადის გასვლიდან 5 საათში აღმოაჩინეს. ტერორისტები ქვეყნის ხელისუფლებისგან მათი დაჯგუფების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შეწვეტას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოელი მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრებოდნენ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯონ რიდსელის გარდა, მათ ტყვეობაში კიდევ სამი უცხოელი იმყოფება. ჩანაწერი 2015 წლის სექტემბერშია გადაღებული, დანარჩენი მძევლების მდგომარეობის შესახებ ფილიპინების სამხედრო მეთაურობას ინფორმაცია არ აქვს.

დღის ამბები