08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
2017 წლის საზაფხულო კოლექციები - სან პაულუში მოდის კვირეული გაიხსნა

სან პაულუში მოდის კვირეული გაიხსნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული დიზაინერები 2017 წლის საზაფხულო კოლექციებს წარადგინენ.

ჩვენებების სერია მოდელიერმა ლილი სარტიმ გახსნა, რომელმაც თხელი ქსოვილებისგან შეკერილი ასიმეტრიული ფორმის კაბები წარადგინა. მის შემდეგ რონალდ ფრაგასა და ამაბილისის კოლექციების ჩვენებებიც გაიმართა, შოუ კი მერი კლერის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი წვეულებით დასრულდა.

მოდის კვირეული სან პაულუში 29 აპრილამდე გაგრძელდება.

დღის ამბები