08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ევროპაში "ისლამური სახელმწიფოს" საიდუმლო ქსელი მოქმედებს - აშშ-ის დაზვერვის სამსახური

ევროპაში ისლამური სახელმწიფოს საიდუმლო ქსელი მოქმედებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ჯეიმს კლეპერის თქმით, ტერორისტული ქსელის ცენტრები ძირითადად დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიის ტერიტორიაზე მოქმედებს.

სპეცსამსახურები ფლობენ ინფორმაციას, რომ ბრიუსელისა და პარიზის შემდეგ ისლამური სახელმწიფო ტერაქტების სერიებს ევროპის სხვა ქალაქებშიც გეგმავენ, ამას თავად ტერორისტების მუქარის შემცველი ვიდეო ჩანაწერებიც მოწმობს.

ISIS-ის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფრომაციას შვედეთის სპეცსამსახურებიც ამოწმებენ. ოფიციალურ სტოკჰოლმს ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა აცნობა, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ISIS-ის შვიდ ან რვაკაციანი ჯგუფი გადავიდა, რომელიც ტერაქტის მოწყობას სტოკჰოლმის სამოქალაქო ობიექტებზე გეგმავს.

დღის ამბები