08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის უზენაესმა სასამართლომ ყირიმელი თათრების მეჯლისი ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის უზენაესმა სასამართლომ ყირიმელი თათრების მეჯლისი ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და მას რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობა აუკრძალა.

სასამართლომ მოსკოვის მიერ დანიშნული პროკურორის სარჩელი დააკმაყოფილა.

ნატალია პაკლონსკაიამ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მეჯლისს მოღვაწეობა აუკრძალა. მოგვიანებით კი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ყირიმელი თათრების მეჯლისი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

უზენაეს სასამართლოში პროკურორმა განაცხადა, რომ მეჯლისი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას და აღნშნა, რომ მისი წევრები დასავლეთის მარიონეტები არიან. 

დღის ამბები