08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
უკრაინა ატომურ ენერგიაზე უარს ვერ იტყვის - პეტრო პოროშენკო

"უკრაინა ატომურ ენერგიაზე უარს ვერ იტყვის," - ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ ჩერნობილში გააკეთა, სადაც ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ქვეყნის პრეზიდენტი სადგურის თანამშრომლებს შეხვდა და პატივი მიაგო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.

მისი განცხადებით, ჩერნობილის ავარია გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი.

ავარიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება კიევშიც გაიმართა და მას უკრაინის ახლადარჩეული პრემიერი, ვლადიმერ გროისმანი, დაესწრო.

აფეთქება ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. შედეგად, ადგილზე 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ასობით ათასი ადამიანი დასხივდა და მათი ზუსტი რიცხვი დღესაც დაზუსტებული არ არის. 

დღის ამბები