08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ანექსირებული ყირიმის საზღვართან ვაშინგტონმა F22-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა

ანექსირებული ყირიმის საზღვართან ვაშინგტონმა F22-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა. ორი სამხედრო თვითმფრინავი უკვე დაეშვა რუმინეთის ქალაქ კონსტანცას სამხედრო ბაზაზე.

პენტაგონის ცნობით, ისინი ნატო-ს მასშტაბურ სწავლებაში ჩაერთვებიან, რომელიც შავი ზღვისპირეთის რეგიონშია დაგეგმილი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას რუმინეთში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატო-სა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება დაიწყო და პერიოდულად მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს.

დღის ამბები