08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ფლორიდაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა

ფლორიდაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავიაკატასტროფა პომპანოს სანაპიროზე მოხდა.

ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს და სახლს ცეცხლი მოედო. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.

მაშველების განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი. ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ კატასტროფა პილოტის გამოუცდელობის გამო მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მფრინავი თვითმფრინავის მართვას სწავლობდა.

დღის ამბები