08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
თურქეთში მომხდარ თავდასხმაში 12 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის ქალაქ ბურსაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 12 ეჭვმიტანილი დააკავეს. თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ქალაქის დიდ მეჩეთთან აიფეთქა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა ერთი დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად მხოლოდ 13 ადამიანი დაშავდა და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები