08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ბელგიიდან საფრანგეთში ექსტრადირებულ სალაჰ აბდესლამს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სასამართლოს წინაშე, ფრანგული მხარისთვის გადაცემიდან რამდენიმე საათში წარდგა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 20 მაისს გაიმართება, მანამდე კი 26 წლის აბდესლამი პარიზის მახლობლად მდებარე ევროპის ყველაზე დიდ ციხეში დარჩება.

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მოწყობილი ტერაქტების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამი კი სამართალდამცველებმა 4 თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში დააკავეს.

დღის ამბები