08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სატაფან დე მისტურამ უშიშროების საბჭოში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღარ მოქმედებს.

ბოლო დღეების განმავლობაში სირიის ქალაქებში ბრძოლები გააქტიურდა. ალეპოს რეგიონი ინტენსიურად იბომბება, სადაც სამთავრობო ძალებმა საცხოვრებელ კორპუსსა და საავადმყოფოზე  იერიში მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც.

დღის ამბები