08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
2016 წლის თამაშების ოლიმპიური ჩირაღდანი ბრაზილიას გადასცეს

ოლიმპიური ჩირაღდანი 2016 წლის თამაშების მასპინძელ ბრაზილიას ოფიციალურად გადასცეს. ცერემონია ათენის ისტორიულ სტადიონზე გაიმართა.

ოლიმპიურ ცეცხლს ბრაზილიაში მომავალ კვირაში ჩაიტანენ, რის შემდეგაც ჩირაღდნის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა დაიწყება.

რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ზუსტად ასი დღე რჩება. თარიღის აღსანიშნად რიოში ქრისტეს ქანდაკება გაანათეს.  

დღის ამბები