08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ახალი რუსული კოსმოდრომიდან პირველი რაკეტა გაუშვეს

ახალი რუსული კოსმოდრომიდან პირველი რაკეტა გაუშვეს. უპილოტო სოიუზმა ამჯერად წარმატებით დატოვა სადგური ვოსტოჩნი და ორბიტაზე სამი თანამგზავრი გაიტანა.

რაკეტის გაშვება ჯერ კიდევ გუშინ იგეგმებოდა, ამისთვის ამურის რეგიონში ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა, მაგრამ მართვის ავტომატურ სისტემაში ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა და ხომალდმა პლატფორმა ვერ დატოვა.

ამის გამო პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა და კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. რაკეტის ხელახალი გაშვებაც ამ შეხვედრაზე დაიგეგმა.

ვოსტოჩნის კოსმოდრომი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე მილიარდი დოლარი დაჯდა, ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში. მან უნდა ჩაანაცვლოს ყაზახეთში მდებარე ბოიკონური, რომელიც რუსეთს არენდით აქვს აღებული.

დღის ამბები