08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
სირიაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

სირიაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ალეპოს გარეუბანში მდებარე კლინიკას საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" ეხმარებოდა.

გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც და ექიმებიც. თვითმხილველთა თქმით, თვითმფრინავი, რომელმაც იერიში განახორციელა, სავარაუდოდ სირიის სამთავრობო ძალებს ან რუსეთს ეკუთვნოდა.

ბოლო პერიოდში სირიაში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. განსაკუთრებით კი ალეპოს პროვინციაში. გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს მიმართა და სირიის სამშვიდობო პროცესის გადარჩენისკენ მოუწოდა.

დღის ამბები