08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
პარიზში შანელის მაღაზიიდან 300 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს

პარიზში შანელის მაღაზიიდან 300 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. მძარცველებმა მაღაზიაში შესაღწევად შესასვლელ კარს მანქანა შეაჯახეს. პოლიციის განცხადებით დამნაშავეები სამი იყვნენ. მათ მაღაზიიდან ძირითადად ჩანთები და საფულეები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლეტით მიიმალნენ.

გაქცევამდე მძარვბელებმა ის მანქანა დაწვეს, რომლითაც მაღზიის კარი შეამტვრიეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიცია კი დამნაშავეებს ეძებს.

დღის ამბები