08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ნადია სავჩენკოს დას რუსეთის დატოვების უფლება მისცეს და ის უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა

ნადია სავჩენკოს დას რუსეთის დატოვების უფლება მისცეს და ის უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა. ვერა სავჩენკო ორი ქვეყნის საზღვარზე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს და პასპორტი ჩამოართვეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება საგანგებო პრესკონფერენციაზე უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა გააკეთა. მარკ ფეიგინის თქმით, ამ ფაქტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ნადია სავჩენკოს გაცვლის პროცესს.

ვერა სავჩენკოს დაკავებასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა რუსეთის უშიშროების სამსახურშიც. უწყების ცნობით, ნადია სავჩენკოს და ჩეჩნეთში მოსამართლის შეურაცხყოფის გამო ძებნილთა სიაში იყო.

დღის ამბები