08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
სარაკეტო შეტევა დონეცკის ოლქში - შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში სარაკეტო შეტევას 4 ადგილობრივი ემსხვერპლა - იერიში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ელენოვკას საგუშაგოსთან განხორციელდა.

ჭურვები გზაზე მიმავალ მანქანებს დაეცა. შემთხვევის ადგილზე ეუთოს დამკვირვებლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, იერიშის ადგილზე მათ სამი ავტომობილი განადგურებული დახვდათ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელმა მხარემ ისროლა ჭურვები. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალები ამ შეტევაში არ მონაწილეობდნენ.

დღის ამბები