08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ფხენიანის სასამართლომ შეერთებული შტატების მოქალაქეს 10 წლიანი კატორღა მიუსაჯა

ფხენიანის სასამართლომ შეერთებული შტატების მოქალაქეს 10 წლიანი კატორღა მიუსაჯა. წარმოშობით სამხრეთ კორეელი კიმ დონგ ჩული ჯაშუშობის ბრალდებით გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

ბრალდების მტკიცებით, მას ჩხრეკისას მეხსიერების ბარათი აღმოაჩნდა, რომელზეც ჩრდილო კორეის სამხედრო და ბირთვული ობიექტების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია ინახებოდა.

დაკავებული ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა ერთი თვის წინ ფხენიანში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც შეერთებული შტატების მოქალაქემ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამხრეთ კორეას გადასცემდა.

დღის ამბები