08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
რუსეთი NATO-ს მიახლოებას მის საზღვართან სამხედრო-ტექნიკური ზომების გატარებით უპასუხებს - ლავროვი

NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას რუსეთის საზღვრებთან მოსკოვი სამხედრო-ტექნიკური ზომების მიღებით უპასუხებს - ეს განცხადება სერგეი ლავროვმა შვედური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნებისმერ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ფორმა, მაგრამ ალიანსისთვის გასაგები უნდა იყოს ისიც, რომ მის გაფართოებაზე რუსეთს ადეკვატური რეაქცია ექნება.

სერგეი ლავროვმა ინტერვიუში ბალტიის პირეთის ქვეყნებზეც ილაპარაკა და ისინი აგრესიულ რუსო-ფობიურ სახელმწიფოებად მოიხსენია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბალტიის ქვეყნები NATO-საც კი აიძულებენ ანტირუსულ კურსს მიყვეს.

დღის ამბები