08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
სროლა Fox News-ში - შენობაში ცხოველის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა

სროლა ტელეკომპანია Fox-ის ბალტიმორის ოფისში. ცხოველის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ტელეარხის ოფისში შეიჭრა და აფეთქებით დაიმუქრა.

ის ამტკიცებდა, რომ Fox News-ის რედაქციამ სამთავრობო შეთქმულების შესახებ ინფორმაცია დამალა, რისთვისაც უნდა დაისაჯოს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ეჭვმიტანილთან მოლაპარაკება სცადა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს.

ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ 20 წლისაა, ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას გამოძიება უახლოეს პერიოდში დაკითხავს.

ასევე ცნობილია, რომ ეჭვმიტანილს ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოაჩნდა.

დღის ამბები