08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
არეულობა დონალდ ტრამპის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციაზე

არეულობით დასრულდა დონალდ ტრამპის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქცია კალიფორნიაში. ჩხუბი დემონსტრანტებს შორის იმ დროს დაიწყო, როდესაც მილიარდერი კანდიდატი ქალაქ კოსტე მესას საგამოფენო ცენტრში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა.

შენობის გარეთ ჯერ ტრამპის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, შემდეგ კი აქცია პრეზიდენტობის კანდიდატის მოწინააღმდეგეებმაც გამართეს, რასაც შეტაკება მოყვა.

მომიტინგეების გაშველება პოლიციელებმა სცადეს, თუმცა დემონსტრანტებმა მათ მანქანებზეც მიიტანეს იერიში და ერთი ავტომობილი დაამტვრიეს. დაკავებულია 20 ადამიანი.

დღის ამბები