08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე 14 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული

ბულგარეთი - თურქეთის საზღვარზე, ლესოვოს გამშვებ პუნქტზე, თურქეთში შემავალი 14 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მათი თქმით, დღე ნახევარია გამშვებ პუნქტთან დგანან და ამ დრომდე არავინ განუმარტა თუ რა გახდა თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვის მიზეზი.

საბაჟოზე გაჩერებულ ქართველ მძღოლებს გერმანიიდან, თურქეთის გავლით საქართველოში ავტომანქანები და ავეჯი ჩამოაქვთ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაჩერებული ავტომანქანების მფლობელებს, საბაჟო გადასახადი აქვთ გადასახდელი. თურქული მხარე მათ ქვეყანაში შესვლის უფლებას, თანხის გადახდის შემდეგ მიცემს.

დღის ამბები