08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ხანძარი შანხაის საერთაშორისო აეროპორტში - დაღუპულია 2 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს შანხაის საერთაშორისო აეროპორტში. ცეცხლი ერთ-ერთი ტერმინალის სარდაფში გაჩნდა და 100 კვადრატული მეტრის ფართს მოედო. მაშველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და 5 დაშავდა.

ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცეცხლი სავარაუდოდ სარეკონსტრუქციო მასალებს მოედო, რომლებიც ტერმინალში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისთვის სარდაფში ინახებოდა.

დღის ამბები