08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ნორვეგიაში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა - შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ნორვეგიაში ვერტმფრენის კატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ბერგენთან ახლოს კუნძულ ტუროის სანაპიროზე მოხდა.

თვითმხილველთა განცხადებით, მათ ზღვაში რამდენიმე ადამიანი ცოცხალი დაინახეს.

მოგვიანებით მაშველებმა დაადასტურეს, რომ გადარჩენილები ვერ იპოვეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენი აფეთქდა. მისი ერთი ნაწილი კუნძულზე, ნაწილი კი ზღვაში აღმოაჩინეს.

ბორტზე ერთ-ერთი ნავთობკომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილებს შორის 13 მგზავრი და ორი პილოტია.

დღის ამბები