08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ნატო რუსული აგრესიის გამო აღმოსავლეთ საზღვართან სამხედრო ყოფნას აძლიერებს

ნატო რუსული აგრესიის გამო აღმოსავლეთ საზღვართან სამხედრო ყოფნას აძლიერებს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, დასავლელი მოკავშირეები გეგმავენ, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 4 ბატალიონი განალაგონ, რომლის შემადგენლობაშიც 4 ათასი ჯარისკაცი იქნება.

გადაწყვეტილების მიზეზად ამერიკული გამოცემა, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობას ასახელებს, რასაც დასავლეთში პროვოკაციულს უწოდებენ.

გავრცელებული ცნობით, რეგიონში ორ ბატალიონს შეერთებული შტატები გაგზავნის, დანარჩენ ორს კი გერმანია და დიდი ბრიტანეთი გამოყოფენ.

დღის ამბები