08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავი დღეიდან სირიის კიდევ ორ რეგიონში ამოქმედდა

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავი დღეიდან სირიის კიდევ ორ რეგიონში ამოქმედდა. საბრძოლო მოქმედებები 24 საათით უნდა შეწყდეს დამასკოს რაიონში, ლატაკიის პროვინციაში კი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

შეერთებულ შტატებში იმედოვნებენ, რომ შეტაკებების შეწყვეტას მიაღწევენ ალეპოს რაიონშიც, სადაც ბოლო დღეებში განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება.

გუშინ ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთი დაბომბეს, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიერიერიშის დროს კი 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

დღის ამბები