08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
უბედური შემთხვევა კენიაში - საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლა

7 ადამიანი დაიღუპა კენიის დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად. ნაირობიში 6-სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 120-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ იქ კიდევ ათობით ადამიანი შეიძლება იყოს დარჩენილი.

ნგრევის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მეწყერის ჩამოწოლა გახდა.

სახლი ნაირობის გარეუბანში მდებარეობს, სადაც ძირითადად ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს.

ბოლოდროინდელმა შემოწმებამ აჩვენა, რომ კენიის დედაქალაქში შენობების ნახევარზე მეტი სტანდარტების დარღვევით არის აშენებული. 

დღის ამბები