08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ულტრა მემარჯვენე პარტიის კონფერენცია შტუტგარტში შეტაკებაში გადაიზარდა

ულტრა მემარჯვენე პარტიის კონფერენცია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში შეტაკებაში გადაიზარდა. შენობასთან მემარცხენე ძალების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ცდილობდნენ, კონფერენციაზე შესვლის მსურველებისთვის ხელი შეეშალათ.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც.

არეულობის მიუხედავად, კონფერენცია დაგეგმილ დროს დაიწყო.

ულტრა მემარჯვენე პარტია გერმანიაში ჩადრის ტარებისა და მინარეთების აკრძალვის მომხრეა.

დღის ამბები