08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
საფრანგეთში 45 წლის ქალმა პოლიციას ნარკოტიკების ხარისხის შემოწმება სთხოვა

საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, 45 წლის ქალი  იმის გამო დააპატიმრეს, რომ მან პოლიციას ნარკოტიკების "სისუფთავეზე" შემოწმება სთხოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას დეილი მეილი ავრცელებს, სადაც ნათქვმია, რომ ქალი პოლიციის განყოფილებაში შევიდა და ითხოვა, რომ კოკაინის ხარისხი შეემოწმებინათ, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მას არ უნდოდა, ვინმე უხარისხო ნარკოტიკით მომკვდარიყო. მას თან კოკაინის 3 პაკეტი ჰქონდა. 

პოლიციამ ქალი დააკავა. თუმცა, მისი ვინაობა არ სახელდება. თუმცა, პოლიციისთვის ცნობილია, რომ ის წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. 

 

 

დღის ამბები