08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ამერიკის თვითმფრინავი რუსეთის საზღვართან მიახლოების გამო ჩამოაგდეს - პენტაგონს კრემლიდან პასუხობენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონის ბრალდებას პასუხობს. სერგეი შოიგუს უწყებაში ამტკიცებენ, რომ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი რუსეთის საზღვარს უახლოვდებოდა და გამანადგურებელი სწორედ ამიტომ გაგზავნეს.

ინციდენტი ბალტიის ზღვის თავზე მოხდა. საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სადაზღვევო ფრენის დროს სუ 27 ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და სახიფათო მანევრი შეასრულა.

რუსეთის ქმედებებს პენტაგონში "არაპროფესიული" უწოდეს და აღნიშნეს, რომ მსგავსმა ფაქტებმა შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

დღის ამბები