08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
სროლა და აფეთქება-აღმოსავლეთ უკრაინაში სააღდგომო ზავი დაირღვა

აღმოსავლეთ უკრაინაში სააღდგომო ზავი დაირღვა. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მთელი ღამის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინული მხარე ზავის დარღვევაში პრორუსულ ძალებს ადანაშაულებს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფრომაციით, პრორუსულმა ძალებმა უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს 27-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. სეპარატისტები მაღალკალიბრიან შეიარაღებასა და ყუმბარტმტყორცნებს იყენებდნენ. რამდენიმე ჭურვი დასახლებებში ჩამოვარდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფრომაცია არ გავრცელებულა. ოფიციალურმა კიევმა რუსეთს სააღდგომო ზავით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები