08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
უამინდობას ტეხასის შტატში მსხვერპლი მოჰყვა

უამინდობას ტეხასის შტატში მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რომელსაც ტორნადოების სერია და წყალდიდობა მოჰყვა. მეტეოროლოგების განცხადებით დალასის მახლობლად 7 ტორნადო დაფიქსირდა. ქარბორბალამ დალასის მახლობლად მდებარე დასახლებაში რამდენიმე სახლი დაანგრია და ერთი ოჯახის 5 წევრი იმსხვერპლა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჰოუსტონიც დააზარალა. წაიქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ოთხი ათასზე მეტი ოჯახი დენის გარეშეა დარჩენილი. სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

დღის ამბები