08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
"ამ მომენტში ის შესაძლოა ანგელა მერკელის შესახებ ტვიტერში შეურაცხმყოფელ ჩანაწერს აქვეყნებს,"-ობამა ტრამპზე ხუმრობს

ბარაკ ობამამ ჟურნალისტებისთვის გამართულ მიღებაზე დონალდ ტრამპზე იხუმრა. ყოველწლიური ვახშამი, რომელსაც მედიის გავლენიანი წარმომადგენლები ესწრბოდნენ, ტრადიციულად თეთრ სახლში გაიმართა. ობამამ ხუმრობით სინანული გამოთქვა, რომ დარბაზში დონალდ ტრამპი არ იმყოფებოდა.

"ასეთი წვეულება შესაძლოა ტრამპისთვის უგემოვნო ღონისძიებაა და ამ მომენტში ის შესაძლოა ანგელა მერკელის შესახებ ტვიტერში შეურაცხმყოფელ ჩანაწერს აქვეყნებს,"- განაცხადა ობამამ.

მან რესპუბლიკური პარტიის პოზიციაც ახსენა, რომლებიც ხშირად აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს საგარეო პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს. ობამას თქმით ეს უსამართლო შენიშვნაა, რადგან ტრამპი მსოფლიოს ყველა ლიდერს შეხვედრია, მაგალითად მის შვედეთს, მის არგენტინას მის აზერბაიჯანს და სხვებს. სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონზეც ისაუბრა და მას საკუთარი მემკვიდრე უწოდა.

დღის ამბები