08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
მასშტაბური აქცია პარიზში - დემონსტრაცია სამართალდამცველებთან შეტაკებებით დასრულდა

სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა დემონსტრაცია პარიზში. მასშტაბური აქცია შრომის კანონმდებლობის შეცვლის მოწინააღმდეგეებმა გამართეს.

ათასობით ადამიანი მემარცხენე ხელისუფლების ინიციატივას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით თანამშრომელთა დათხოვის წესი უნდა გამარტივდეს და შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია მოხდეს.

დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, საპასუხოდ კი აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას საფრანგეთის პარლამენტი დღეს გეგმავს.

დღის ამბები