08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
აშშ-ში სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

მატარებლის ავარია შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონთან ახლოს ლიანდაგიდან სატვირთო მატარებელი გადავიდა.

გავრცელებული ცნობით, 10 ვაგონი თხევადი კაუსტიკური სოდით იყო სავსე. სითხის გაჟონვის გამო, შემთხვევის ადგილიდან ევაკუაცია განხორციელდა.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები