08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ლოს ანჯელესში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია მოეწყო

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია მოეწყო ლოს ანჯელესში. ქალაქში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც ემიგრანტია, რესპუბლიკელი კანდიდატის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა საგანგებოდ ტრამპის გასაბერი ფიგურაც მოამზადეს, რომელსაც ხელში კუკლუქს-კლანელის ქუდი დააჭერინეს. აქციის ორგანიზატორები ტრამპის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

რესპუბლიკელი კანდიდატი ქვეყნიდან დაახლოებით, 11 მილიონი არალეგალის გაგდებას აპირებს, მექსიკის საზღვარზე კი კედლის აშენებას გეგმავს.

 

დღის ამბები