08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება

ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება, თუმცა იქამდე ერთ წელს საზოგადოებრივ სამუშაოს დაუთმობს.

ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 17 წლის მალია მშობლების კვალს გაჰყვება და ჰარვარდში იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. პარალელურად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახი სამომავლო გეგმებს ახმაურებს.

როგორც ირკვევა, ვადის ამოწურვის შემდეგ, ობამები ვაშინგტონში დარჩებიან, სანამ მათი უმცროსი ქალიშვილი, 15 წლის საშა სკოლას არ დაამთავრებს.

დღის ამბები