08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
სიეტლში დემონსტრაციაზე დაპირისპირება მოხდა - დაშავებულია ორი პოლიციელი

ორი პოლიციელი დაშავდა სიეტლში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად. დაპატიმრებულია აქციის შვიდი მონაწილე.

აქცია სიელტში პირველი მაისის აღსანიშნად გაიმართა. მისი ორგანიზატორები მუშებისა და ემიგრანტების უფლებების დაცვას ითხოვდნენ. მოგვიანებით აქციაზე კიდევ ერთი მოთხოვნა, პოლიციის მხრიდან ძალადობის შეწყვეტა გაჩნდა.

საპირველმაისო დემონსტრაცია მეორე წელია შეტაკებით სრულდება სიეტლში. შარშან მასშტაბური გამოსვლების დროს 16 ადამიანი დააკავეს.

 

დღის ამბები