08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ჯონ კერი სირიაში მიღწეული ზავის შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს იწყებს

ჯონ კერი სირიაში მიღწეული ზავის შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს იწყებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჟენევაში იმყოფება.

ჯონ კერი საგანგებო შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელთან და საუდის არაბეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მისი განცხადებით, მთავარი მიზანი სირიაში სისხლისღვრისა და ძალადობის შეჩერებაა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ალეპოში იერიშების შედეგად 250-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. დაბომბვებში სირიის არმიასა და რუსეთს ადანაშაულებენ. თუმცა, ორივე ირწმუნება, რომ შეტევები მხოლოდ დაჯგუფება ალ ნუსრას ფრონტის პოზიციებზე ხორციელდება. 

დღის ამბები