08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
მორიგი აფეთქება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით - დაშავებულთა რიცხვი 26-ს აღწევს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მორგი აფეთქება მოხდა - ამჯერად დანაღმული მანქანა ქალაქ დიჩლეში აფეთქდა. ბოლო მონაცემით დაიღუპა ერთი თურქი ჯარისკაცი. დაშავებულთა რიცხვი კი 26-ს აღწევს. დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა ქურთმა მებრძოლებმა მოაწყეს. თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში, უკვე რამდენიმე თვეა დაძაბული ვითარებაა. ქურთთა მუშათა პარტია შარშან ივლისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გავიდა, ხელისუფლება კი ქურთულ დასახლებებში მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს.

დღის ამბები